მამალი ხმამაღალი ყივილის გამო, მოსამართლემ 500 ევროთი დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 17.07.2019
ნანახია: 4352

საფრანგეთში მამალი კოკო ხმამაღალი ყივილის გამო სასამართლომ  500 ევროთი დააჯარიმა.  იუწყება რადიოსადგური France Info. ჯარიმის გადახდა, რა თქმა უნდა,  მის პატრონს მოუწევს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძლიერ აღაშფოთა.

ქალაქ მარნი-ლე-კომპიენში მამალს და მის პატრონს მეზობელმა უჩივლა. ქალი, რომელიც ბორტგამცილებლად მუშაობს, ამტკიცებდა, რომ ფრინველის ხმამაღლი და ხშირი ყივილი რეისის წინ კარგად გამოძინებს არ აცდიდა.

ადგილობრივმა პოლიციელებმა და მოსამართლეებმა, რომლებმაც პირადად გამოიკვლიეს კოკოს ვოკალური მონაცემები, დაადგინეს, რომ მამალი 26 წუთში 23-ჯერ ყიოდა.

მამლის პატრონი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე