ლანძღვა, რაც მოვისმინეთ „რუსთავი 2“-დან, არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურისა და ქართველობის სირცხვილი - ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 17.07.2019
ნანახია: 1157

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ლანძღვა, რაც მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ეთერიდან, არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურისა და ქართველობის სირცხვილი.

ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნლისტის დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა: „ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხდომა დაგმოს“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სერგეი ლავროვის განცხადებას პირადად არ გაცნობია. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გიორგი გაბუნიას მონოლოგი სირცხვილი იყო.

„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში, არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ასეთი ლანძღვა, რაც მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას განსჯის და განსჯის საგანია. ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის. რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ეს ამას იმსახურებს. კარგია, რომ მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე