20 ივნისს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, ევროპიდან და ვაშინგტონიდან, შეკითხვა არავის აქვს - ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 17.07.2019
ნანახია: 717

შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, 20 ივნისის კადრების ნახვის შემდეგ, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აღეძვრის, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, სადაც „ქართული ოცნების“  პარტიული შეხვედრა იმართება.

„20 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დამქაშები – „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს ჰქონდათ. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის.  შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აღეძვრის. შესაბამისად, შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე