ნინო ჯავახაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს - ჯონათან პერიშს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 17.07.2019
ნანახია: 682

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს - ჯონათან პერიშს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი - თეიმურაზ კეკელიძე, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის წარმომადგენელი - გუსტავ ვრომენი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი - როზარია პუგლისი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ნინო ჯავახაძემ მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენლებს ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე