სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 17.07.2019
ნანახია: 1284

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა, შესაძლოა, იმ შემთხვევაში აღადგინოს, თუ ხელისუფლება ქვეყანაში ვითარების სტაბილურობასა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები „საქართველოში რუსოფობიურ განწყობას აღვივებენ“. მისი თქმით, ეს ზიანს აყენებს პირველ რიგში საქართველოსა და მის მოქალაქეებს. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგი  ვლადიმირ პუტინის მიმართ საზოგადოებამ მკაცრად დაგმო.

შეგახსნებთ, თბილისში, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყვიტა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე