ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 17.07.2019
ნანახია: 650

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს აშშ - ს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე