ჰამენეი ბრიტანეთს გიბრალტარში ხომალდის დაკავების გამო ემუქრება
საქართველო, თბილისი - 16:18 | 16.07.2019 ნანახია: 210
ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარში ნავთობის ტანკერ Grace 1-ის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებს.
„ბრიტანეთის მანკიერმა მთავრობამ მიმართა მეკობრეობას და თავს დაესხა ჩვენს ხომალდს, მათ ჩაიდინეს დანაშაული და დააკანონეს ის. ისლამური რესპუბლიკა და ირანის ისტებლიშმენტის ღვთისმოსავი წევრები ამგვარ უსმგავსობას უპასუხოდ არ დატოვებენ“, - დაწერა ჰამენეიმ მიკრობლოგ Twitter-ში.
4 ივლისს ბრიტანული გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანის სუპერტანკერი დააკავა. მისი განცხადებით, ტანკერს ნედლი ნავთობი სირიაში გადაჰქონდა, რასაც ირანის ხელისუფლება უარყოფს.
როგორც გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა ფაბიან პიკარდომ განაცხადა, ასეთი ზომების გატარება აუცილებლი იყო ინფორმაციის მიღების შედეგად, რომელიც გიბრალტარის ხელისუფლებას აძლევდა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ ხომალდი Grace 1 მოქმედებდა ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევებით.
პოლიციამ გამოძიების ფარგლებში დააკავა ტანკერის კაპიტანი და უფროსი თანაშემწე, ასევე ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას მუსავიმ განაცხადა, რომ თეირანი მიუღებლად მიიჩნევს ტანკერის დაკავებას იმ სანქციების გამო, რომლებიც არ ეფუძნება გაეროს გადაწყვეტილებებს. საგარეო უწყების განცხადებით, ტანკერს ნავთობი სირიაში არ გადაჰქონდა.
პოლიტიკა
- 2008 წელს საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყებას დიმიტრი მედვედევი მძიმე გადაწყვეტილებას უწოდებს
- ნინო ბურჯანაძე მოსკოვში კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდება
- პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა - მაიკლ მაქკოლი
- რუსეთი მტერი არ არის, მაგრამ მისი ქმედებები საქართველოში მიუღებელია - ანჯეი დუდა
სამართალი
- ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
- სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
- ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების შედეგები 2020 წლის ბოლომდე გახდეს ცნობილი
ეკონომიკა
- ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს - თურნავა
- მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
- 100 საინვესტიციო ობიექტიდან 6 უკვე გაიყიდა
- „თეგეტა მოტორსი“-ს სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
მსოფლიო
- პოლონეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
- ბაიდენი ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენებას არ მისცემს
- საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს
- ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რადგან რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ გვეხმარება - ანგელა მერკელი
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს