ხორვატიაში, ხანძრის გამო, მუსიკის ფესტივალიდან 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

საქართველო, თბილისი - 15:37 | 16.07.2019
ნანახია: 687

ხორვატიაში მაშველებმა კუნძულ პაგიზე ტყის ხანძრის გამო მუსიკის ფესტივალიდან 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ხანძარი ტყეში, ზრჩეს სანაპიროს სიახლოვეს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ტურისტული ობიექტებიდან 300 მეტრის დაშორებით, სადაც ამ დღეებში ფეტივალი Fresh Island festival-ი იმართება. ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე ვერტმფრენი, 64 მეხანძრე და 21 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე