ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 15:07 | 16.07.2019
ნანახია: 860

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

ქარდავას კითხვებს გამომძიებლები, მაგსიტრი მოსამართლის თანხლებით დაუსვამენ. ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.

ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების მთავარი დამნაშავე, გახარია თვითონ იძიებს ამ საქმეს.

„ვფიქრობ ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიება გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ არის ასეთი მოცემულობა – ივანიშვილის რეჟიმმა 20 ივნისს ფაქტობრივად საბოლოოდ გამოამჟღავნა, რომ არის მოთანამშრომლე კრემლთან, პუტინის ოკუპაციურ რეჟიმთან და ამ ვითარებაში მან უნდა განახორციელოს ის გეგმები, რაც რუსეთს საქართველოში სურს. ბუნებრივია, მას სჭირდება, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული და რეპრესირებული“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე