პარლამენტის საპროცედუროს საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 16.07.2019
ნანახია: 726

პარლამენტის საპროცედუროს საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით, პარლამენტის პლენარულს სესიაზე უნდა გავიდეს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილის საკითხის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა თარიღი ჯერჯერობის უცნობია.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 28 ივნისს მიმართა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, აღნიშულ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები აღარ ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე