აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 21.12.2015
ნანახია: 1549

შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის თვითმფრინავის პილოტია, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს როგორ დაეშვა თვითმფრინავი სიმაღლიდან და საბოლოოდ ტყის პირას კატასტროფა განიცადა.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის, რომელშიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო უკვე ჩაერთო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე