აშშ-ს კონგრესში, ქალი კონგრესმენების მიმართ ტრამპის გამონათქვამების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 11:18 | 16.07.2019
ნანახია: 186

აშშ-ის პრეზიდენტი თავისი გამონათქვამებით ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოშობით სხვა ქვეყნებიდან არიან, ადამიანის უფლებებს არღვევს. ამის შესახებ კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ილჰან ომარმა განაცხადა და კონგრესს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

 „პრეზიდენტი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დადგა ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დრო“, - განაცხადა მან.

ომარის აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია ასრულებს „თეთრი ნაციონალისტების“ დღის წერიგს. ტრამპის ადმინსიტრაციის განცახდებით, პრეზიდენტს უყვარს თავისი ქვეყანა და მას არ მოსწონს, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირი ამერიკას გამუდმებით ამცირებს. თვითონ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ეშინია რასიზმში დადანაშაულების, რადგან აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა მას ეთანხმება.

ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც მიკრობლოგ Twitter-ში ქალ დემოკრატებს, რომლებიც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, შესთავაზა სამშობლოში დაბრუნება. „თუ არ ხართ ბედნიერები, შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს თქვენი არჩევანია,  ეს არის ამერიკის სიყვარული“ - დაწერა ტრამპმა.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ტრამპის სიტყვებს ქსენოფობიური უწოდა და განაცხადა, რომ მის მიზანს წარმოადგენს „ამერიკა კვლავ თეთრი გახადოს“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე