სტამბულში ქურთების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 21.12.2015
ნანახია: 1650

მასობრივი არეულობები თურქეთში. ადგილობრივმა ქურთებმა სტამბულში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამხედრო კამპანიასა და კომენდატის საათის შემოღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტთა დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე