პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გატეხეს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 16.07.2019
ნანახია: 804

პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გატეხეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

პირველი არხის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები, აიპადები, მაკბუკევი და აქსესუარები.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, მათ აქვთ ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ოთხმა ადამიანმა ჯერ მაღაზიას ქვა ესროლა, ჩაამსხვრია მინები, ხოლო შემდეგ შევიდა და გამოიტანა ტექნიკა.

მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტექნიკის ნაწილი გზაზე დაგდებული იპოვეს და დააბრუნეს.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

მაღაზიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს მაღაზიის გატეხვის მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

 ფოტო: პირველი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე