„მგზავრები“ მოსკოვში კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 20:49 | 15.07.2019
ნანახია: 837

26 ივლისს, მოკოვში ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს. ორგანიზაოტრების ინფორმაციით, სოლო კონცერტი მოსკოვის„მწვანე თეატრში“ გაიმართება.

გიგი დედალამაზიშვილის თქმით, შესრულდება რამდენიმე ძბელი სიმღერა, რომელიც ჯგუფს დიდი ხანია არ შეუსრულებია. ასევე, შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან„გეო“,

მოსკოვის გარდა, „მგზავრები“ უახლოესმომავალში გეგმავენ რამდენიმე კონცერტისჩატარებას რუსეთის დიდ ქალაქებში: 27 ივლისს- დონის როსტოვში, 3 აგვისტოს - ეკატერინბურგში და 7 სექტემბერს - სოჭში, ფესტივალზე Global Rainbow fest.

ჯგუფი „მგზავრები“ ჩამოყალიბდა 2006 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი წევრი, თუმცა შემდგომში მათი რიცხვი გაიზარდა დადროდადრო იცვლება.

ჯგუფის ლიდერი, გიგი დედალამაზიშვილი, განათლებით მსახიობია და სიმღერების წერა2006 წელს დაიწყო. „მგზავრები“ პოპულარული გახდა დავით იმედაშვილისფილმ „ოცნების ქალაქში“ გაჟღერებულისიმღერის შემდეგ.

2015 წლის ივლისში კოლექტივი გამოვიდარუსეთში, ფესტივალ „Нашествие“-ზეშემდგომში კი – ეთნიკური მუსიკის დამრეწველობის საერთაშორისო ფესტივალზე„МИР Сибири“. 2016 წლის თებერვალშიმიიღო „НАШЕ радио“-ს „Чартова дюжина“-ს ჯილდო ნომინაციაში „Взлом“. 2016 წელსგამოვიდა რუსულ მუსიკალურ ფესტივალზე„Дикая мята“.

ჯგუფის მუსიკა მოიცავს როგორცფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკისელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არისიმპროვიზაციის ელემენტები. „მგზავრებს“ არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვსრამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი. გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალურივიდეოც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე