ტერეზა მეი ისევ აცეკვდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 17:05 | 15.07.2019
ნანახია: 992

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ABBA-ს  სიმღერა Dancing Queen-ის ფონზე ცეკვავს.

ვიდეო Henley-ს ფესტივალზეა გადაღებული. ტერეზა მეი მღერის და რიტმულად მოძრაობს.

ტერეზა მეის ცეკვამ საზოგადოების ყურადღება მანამდეც არაერთხელ მიიპყრო. გასულ წელს პრემიერ მინისტრმა კეიპტაუნში სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა.

შემდეგ კი კონსერვატიული პარტიის ყრილობამდე მეი ტრიბუნამდე ცეკვა-ცეკვით მივიდა. მაშინ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ტერეზა მეი ბრიტანული კომედიური ტელესერიალის გმირს -  მისტერ ბინის აგონებდათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე