ძაღლებმა პატრონი ტანსაცმლიანად შეჭამეს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 15.07.2019
ნანახია: 1353

ტეხასის შტატში ძაღლებმა პატრონი შეჭამეს. იუწყება Washington Post-ი.

57 წლის ფრედი მეკი ქალაქ ვინესთან მარტო ცხოვრობდა. ის ადამიანებს გაურბოდა და 18 ძაღლს უვლიდა. ორ კვირაში ერთხელ მასთან ნათესავები მიდიოდნენ და მაღაზიაში საყიდლებზე მიყავდათ. სწორედ მათ შენიშნეს მამაკაცის გაუჩინარება.

ნათესავებმა პოლიციას მიმართეს და აცნობეს, რომ მეკს ვერ პოულობდნენ. რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სახლის ეზოში პოლიციელებმა ძვლის მცირე ფრაგმენტი იპოვეს. კიდევ რამდენიმე ძვლის ფრაგმენტი და თმა ძაღლების ექსკრემენტებში ნახეს. გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ძვლების ნაწილები მეკს ეკუთვნოდა. გაირკვა, რომ ძაღლებმა პატრონი მთლიანად, ტანსაცმელთან ერთად შეჭამეს.

პოლიციელებმა აგრესიულობის გამო 13 ძაღლი დააძინეს. ორი კი მოკლეს. მეკის სამი ძაღლი ჯერ კიდევ ცოცხალია დ-ა თავშესაფარში იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე