გავრილოვის ღამე კი არა - ჭიჭიკოს ღამე - ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:03 | 15.07.2019
ნანახია: 1130

„გავრილოვის ღამე“ - ეს არის „რუსთავი 2“-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე“, - ეს განცხადება BM.GE-ისთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუს დროს ტერმინი „გავრილოვის ღამე“ ახსენა.

"გავრილოვის ღამე კი არა - ჭიჭიკოს ღამე... გავრილოვის ღამე კი არა, ეს იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე და გავრილოვის ღამედ გინდათ გაამართლოთ "ნაციონალების" ძალადობა?," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვას - “რა მნიშვნელობა აქვს როდის გაფრინდა სერგეი გავრილოვი”, დეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა:

„თუ ჩვენ ფაქტები და სიზუსტე გვინდა, გავრილოვი თბილისში იმ დროს არ ყოფილა და ის გაფრინდა 5 სააათსა და 30 წუთზე... ბოდიშს ვიხდი, მე ფაქტებით გესაუბრებით და არა - შეფასებებით. იმ ღამეს თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ის იყო ძალადობის ღამე, რომელიც მოტივირებული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ვიდრე - გავრილოვის ღამე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე