„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუს დეპუტატებს ხვდებიან

საქართველო, თბილისი - 15:42 | 15.07.2019
ნანახია: 1043

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიდან“ რუსეთის სახელმწიფო დუმაში რუს დეპუტატებს ხვდებიან.

 „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას დეპუტატი გიორგი ლომია ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია და თბილისის საკრებულის წევრი გოჩა თევდორაძე.

რუსულ მხარეს წარმოადგენენ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი, დეპუტატები ყაზბეგ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.

კალაშნიკოვი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს თბილად შეხვდა. გადაეხვია და სავარძლები შესთავაზა. „ასეთი დახვედრის შემდეგ დავსხდებით“, -აღნიშნა მარშანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე