”მის სამყაროს” გამარჯვებული 26 წლის ფილიპინელი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 21.12.2015
ნანახია: 1910

ფილიპინელი 26 წლის პია ალონსო ”მის სამყაროს” გამარჯვებული გახდა.

ლას-ვეგასში შედეგების გამოცხადებას სკანდალი მოჰყვა. კონკურსის წამყვანმა გამარჯვებულად შეცდომით კოლუმბიელი ადრიანა გუტიერესი გამოაცხადა.

გოგონამ გვირგვინის დადგმაც მოასწრო, თუმცა წამყვანმა შეცდომა მალევე გამოასწორა და ბოდიშიც მოიხადა.

კონკურსში 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე