პორტუგალიაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 15.07.2019
ნანახია: 1269

პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ საქართველოსა სამი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავა, ისინი აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივ ჯგუფებთან იყვნენ კავშირში.

პორტუგალიური მედიის ცნობით, დაკავებულებს ჰქონდათ თავიანთი "საწვრთნელი" სახელოსნო ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში, სადაც რთული საკეტების გახსნაში ვარჯიშობდნენ.

ბრალდების მტკიცებით, დაკავებულებმა ხუთი თვის განმავლობაში გაძარცვეს 12 საცხოვრებელი სახლი. დანაშაულებები მათ ძირითადად პორტუს ოლქში ჩაიდინეს. ისინი იპარავდნენ ფულს, ძვირფასეულობას და სეიფებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე