იკვებეთ მწერებით, რადგან მათში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებაა - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 11:00 | 15.07.2019
ნანახია: 1165

მწერებში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტი და სხვა სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ შეცვალონ ხორცი. ირწმუნებიან იტალიის, ტერამოს უნივერსიტეტის მეცნიერები. სტატია ჟურნალ  Frontiers in Nutrition-შია გამოქვეყნებული.

 „დედამიწის 2 მლრდ მცხოვრები რეგულარულად იკვებება მწერებით. ისღა დაგვრჩენია დავარწმუნოთ დანარჩენი 6 მლრდ იმაში, რომ ეს არც ისე ცუდი იდეაა. თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ მწერების ჭამა სასარგებლო და მომგებიანია, უამრავი კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემები მოგვარდება“, - განაცხადა მეცნიერმა მაურო სერაფინიმ.

სერაფინიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მწერების სახეობები, რომლებიც პოპულარულია აზიაში. მათი მტკიცებით, სასარგებლოა როგორც კალიები, ჭიანჭველები და ლარვები, ასევე ტარანტულები და მორიელები.

მეცნიერების მტკიცებით, ეს მწერები შეიცავენ ორჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლის წვენი ან ზეითუნის ზეთი.

თუმცა მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ადამიანის ორგანიზმი როგორ აითვისებს იმ ნივთიერებებს, რომლებსაც მწერები შეიცავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე