მოლდოვას პრემიერს სურს იუსტიციის სისტემის რეფორმების გატარებაში მიხეილ სააკაშვილი დაეხმაროს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 12.07.2019
ნანახია: 271

მოლდოვას პრემიერი მაია სანდუ აცხადებს, რომ სურს იუსტიციის სისტემის რეფორმების გატარებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაეხმაროს.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სპეციალისტებთან, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს მუშაობდნენ. ვამუშავებთ პროექტებს იუსტიციის სისტემის რეფორმირებისათვის. ახლა ბატონი სააკაშვილი უკრაინაში წინასარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და ძალიან დაკავებულია. თუმცა აგვისტოს ბოლომდე ამ თემაზე მოლაპარაკებები გვექნება“, - განუცხადა სანდუმ გამოცემა  Cotidianul-ს.

მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტეში არ არის საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ექსპერტების გუნდი მიიწვიონ, მაგრამ მას საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

მანამდე, სააკაშვილმა სანდუს მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის დაეხმაროს მას და გამოცდილება გაუზიაროს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე