ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 21.12.2015
ნანახია: 1623

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ მოიპოვა. თუმცა, ეგზიტპოლების მონაცემებით, სოციალისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობით მმართველი, კონსერვატორები შეავსებენ, თუმცა მათ სოციალისტებმა აბსოლუტური მმართველობის შანსი წაართვეს.

ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ მარიანო რახოის პარტიამ 350 კაციან პარლამენტში, დაახლოებით, 124 ადგილი მოიპოვა. ამგვარი შედეგებით კი ესპანეთში მოსალოდნელია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება, რაც ორ ძალას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირას გასტანს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე