უცხო ქვეყნების წარმომადგენლები შოკში არიან, როდესაც ნახეს კადრები, სადაც პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებენ - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 15:21 | 12.07.2019
ნანახია: 170

ძალიან ბევრ უცხოელთან მქონდა შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი.

ასე რომ, მსგავს საკითხებს რომ სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მოყვება, ეს ნურავის უკვირს. ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმისკენ ვინმეს მოუწოდებდეს და მიუძღოდეს ეს არის წარმოუდგენელი რამ და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ მოხდება ასეთი მოვლენები, იმაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე