ხატია დეკანოიძე 20 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს

საქართველო, თბილისი - 12:28 | 12.07.2019
ნანახია: 1013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შსს-ს უნდობლობას უცხადებს და 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ვინაიდან გახარია თავად არის პასუხისმგებელი „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე და ადამიანების დასახიჩრებაზე და ის იძიებს ამ ღამის მოვლენებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის დეტალი, რომელიც მას აინტერესებს და ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის საქმე. ამიტომ, მივალ სასამართლო დარბაზში და გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც ექნება გამოძიებას.

მეც მაინტერესებს, რა კითხვები ექნებათ. ნამდვილად სასაცილო და ირონიულია, როდესაც იმ კადრების შემდეგ, სადაც ყველაფერი ნათელია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებაზე შედიოდა და პოლიციის კორდონი უნდა გახსნილიყო, ამ მომენტში დაგვიშინეს ტყვიები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შსს-მ გამოკითხვაზე.ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა.  შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე