60 წლის მამაკაცი გაიტაცეს, სცემეს და მოკლეს - რა მოხდა ზუგდიდში

საქართველო, თბილისი - 11:02 | 20.12.2015
ნანახია: 1550

მკვლელობა მოხდა ზუგდიდის რაიონში. სოფელ ნარაზენში 60 წლის სოსო ეხვაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარადაცვლილი მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. თავდამსხელებმა მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს, რის გამოც მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.

თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ.

სოსო ეხვაია ზუგდიდში ცხოვრობდა. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე