ლარი ევროსთან მიმართებით 8 თეთრით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 09.07.2019
ნანახია: 959

9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9096 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -7.76 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2599 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1778 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.21 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5102 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6277 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ივლისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე