პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების მონაწილეები აღარ იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 12:21 | 09.07.2019
ნანახია: 670

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები დასრულდა. აქ  მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ოცი დღეა, აქციებს მართავენ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მომხრეები, რომლებიც ლგბტ პირების მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს აპროტესტებდნენ. ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა. ღამის განმავლობაში, პარლამენტთან რამდენიმე მცირე ინციდენტი მოხდა.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანი შესრულებულია, ლგბტ პრაიდი არ ჩატარდა, მეორე აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლას კი ისინი არ აპირებდნენ.

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიოზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ მათი აქცია 19:00 საათზე განახლდება.

"როგორც ვიყავით რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილი, ასე იქნება აქციის მე-20 დღესაც. კონტრაქცია იყო, მათ ავუხსენით საქმის ვითარება. ყველაფერი გაიგეს და წავიდნენ. ადგილზე ჩვენგან ორი ადამიანი დარჩება სამორიგეოდ და 19:00 საათზე აქცია განახლდება. კონტრაქცია აღარ არის. ჩვენ ჩვენი ტერიტორია ისევ დავიკავეთ. პოლიციამ პარლამენტის წინ შეგვიშვა და ჩვენი ნივთები ავიღეთ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე