იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?! - იღუმენია თამარი

საქართველო, თბილისი - 12:03 | 09.07.2019
ნანახია: 700

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე ლევან ვასაძისა და რადიკალური დაჯგუფებების მხარდამჭერებს მიმართავს.

"ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ "რაინდი" საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი)

"მორწმუნე მრევლო" არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!
ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი!!!", - წერს იღუმენია სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე