ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 25.09.2015
ნანახია: 1979

ავღანეთში პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის დახვედრის ცერემონიას უმაღლესი მთავარსარდალი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, გენ შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი დაესწრნენ.

ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა. ცხედარი საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოასვენეს.
ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავში 29 სექტემბერს დაკრძალავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე