რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 08.07.2019
ნანახია: 907

რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო დღეს რუსეთში ქართული ღვინისა და წყლის მიწოდების, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შეწყვეტის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ დუმაში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.

 „დღეს სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინისა და წყლის შემოტანის, ასევე საქართველოში ფულის გადარიცხვის აკრძალვის შესახებ“, - განუცხადა ნევეროვმა ჟურნალისტებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე