პირკატა მეცა, როდესაც გიორგი გაბუნიას გამოსვლა მოვისმინე - დიანა ღურწკაია

საქართველო, თბილისი - 14:21 | 08.07.2019
ნანახია: 1477

„რუსთავი 2“-ის წამყვანის საქციელი, რომელმაც რუსეთის მთავრობას აგინა, სამარცხვინო და მიუღებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, სამართალდამცველმა ორგანოებმა კი შეაფასოს ჟურნალისტის ქმედება, - ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალმა დიანა ღურწკაიამ განაცხადა.

 „ეს ძალიან სამარცხვინოა, უბრალოდ პირკატა მეცა, როდესაც ჟურნალისტის გამოსვლა მოვისმინე. მსგავსი გამონათქვამები ტელევიზიაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უბრალოდ მიუღებელია. უმნიშვნელოა, აქვს თუა არა ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები, თუ ეს გააზრებული პროვოკაციაა და ჰეროსტრატული დიდების  წყურვილი. მისი ქმედება უნდა შეაფასოს საქართველოს ხელისუფლებამ და სამართლადამცველმა ორგანოებმა“, - განაცხადა დიანა ღურწკაიამ.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ამას მოითხოვდნენ ადამიანები, რომლებიც  ტელეკომპამიის შენობასთან კვირას გვიან ღამით შეიკრიბნენ.

 „სტანდარტული სინანული საკმარისი არ არის. ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს“, - განაცხადა ღურწკაიამ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე