დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტის წინ დამონტაჟებული ანტისაოკუპაციო ბანერების აღებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 08.07.2019
ნანახია: 898

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დაიკავა. დეკანოზ დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. რუსთაველის გამზირზე მათ შეკრებას ქართული მარში და ლევან ვასაძის ძალადობრივი დაჯგუფება უერთდება.

„ჩვენ გვინდა თავისუფლად სეირნობა და არ გვინდა პროვოკაციები. პოლიციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, აიღონ ეს ბანერები და მოძებნონ შესაფერისი ადგილები, დაიწყეთ დემონტაჟი, აი, ამ მარაზმის“, - მიმართა დეკანოზმა დავით ისაკაძემ სამართალდამცველებს.

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. აქცია დღესაც, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე