„თბილისი და თბილისელები“ - ახალგაზრდა მხატვრები გამოჩენილი ხელოვანების პორტრეტებს ასრულებენ

საქართველო, თბილისი - 15:19 | 18.12.2015
ნანახია: 2517

ახალგაზრდა მხატვრები გამოჩენილი ხელოვანების პორტრეტებს ასრულებენ.  „თბილისი და თბილისელები“  ასე ქვია პროექტს, რომელიც დამსახურებული ხელოვანების პორტრეტების შექმნას ითვალისწინებს. ფერწერა და ქანდაკება ეს ის მიმართულებებია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა მხატვრები ყველასთვის საყვარელ სახეებს ტილოზე და ქანდაკებაში ასახავენ. ელდარ შენგელაია, მურმან ჯინორია, ფრიდონ სულაბერიძე, გივი ბერიკაშვილი,ზურაბ ნიჟარაძე, ია ფარულავა, მარინა კახიანი და სხვები. ეს იმ ხელოვანთა არასრული  ჩამონათვალია, რომელთა პორტრეტებზეც ათი ახალგაზრდა მხატვარი ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაიბეჭდება კატალოგი, სადაც შევა მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტომასალა, შესრულებული პორტრეტები და თბილისის პეიზაჟები.

აღსანიშნავია, რომ პროექტი თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით, მეორედ ხორციელდება. პროექტის ავტორი გახლავთ ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი.

გამოფენის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია, 24 დეკემბერს, გალერეა სფუმატოში შედგება. ხელოვნებისმოყვარე პუბლიკას ექსპოზიციის  ხილვა  27 დეკემბრამდე შეეძლება.

პროექტის პარტნიორი არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, რომელსაც, გამოფენის დასრულების შემდეგ , პორტრეტების ნაწილი გადაეცემა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე