ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ბინძურად შეურაცხყოფდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს - თინა კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 08.07.2019
ნანახია: 1068

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ჟურნალისტი თინა კანდელაკი გადაცემა პ.ს. -ს წამყვან, გიორგი გაბუნიას მხრიდან ვლადიმირ პუტინის მიმართ უცენზურო გამონათქვამებს ეხმიანება.

 „ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი დიდხანს, ბინძურად და უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, როგორც ამას ცივსისხლიანი რადიკალები აკეთებენ, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულებების უკან დგანან“, - დაწერა კანდელაკმა Telegram-ში.

მან საქართველოს ხელისუფლებას და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდა ბოდიში მოიხადონ ასეთი გამონათქვამებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის რეალური ბენეფიციარი მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კი მან დამნაშავე და ნაძირალა უწოდა, მისი თქმით, სააკაშვილის მსგავსი ადამიანები არიან სისხლისღვრის მიზეზი და უკან  ნანგრევებს ტოვებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე