საქართველოს პრეზიდენტს ბიზნესმენებმა ვეტოს მოთხოვნით მიმართეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 18.12.2015
ნანახია: 1461

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტის მიერ ე.წ „საპოლიციო გამოსახლების" ინსტიტუტის გაუქმების შესახებმიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ქვეყანაში არსებულმა ბიზნესასოციაციებმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით  მიმართეს. შეხვედრა ბიზნესმენთაასოციაციის  და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. 

„ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შევხვდი. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მათი არგუმენტები  „საპოლიციო გამოსახლებასთან" დაკავშირებულ  ცვლილებებზე ვეტოს დადებისმოთხოვნასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ  არსებულ ვითარებას.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდეს ბიზნესმენებთან, მას შემდეგ რაც კანონპროექტი პრეზიდენტთან გადმოიგზავნება.

თემას  ბიზნესმენებთან ერთად ვსწავლობთ, რის შემდეგაც პრეზიდენტიშესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, ბიზნესგარემოს სტაბილურობისათვის, თითოეული მოქალაქის, თუ იურიდიუული პირისათვის თავიანთი საკუთრების უფლების რეალიზაციის პროცესში. „საპოლიციო გამოსახლებასთან" დაკავშირებულ  ცვლილებების ამოქმედება საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე ტოვებს ქვეყნის მოქალაქეებს, წარმოშობს პრობლემებს საბანკო სექტორში, ნეგატიურეად აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ექსპორტის განვითარებისასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე