რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 05.07.2019
ნანახია: 119

რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცეს. სევდინ ბროიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა. ეჭვმიტანილი მოსკოვის მახლობლად დააკავეს 2018 წლის აპრილში.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საფრანგეთში დაკავებულია სევდინ ბროიანის დაჯგუფების 21 მონაწილე. ამოღებულია კრიმინალური ჯგუფის კუთვნილი იარაღი, დაახლოებით 60 000 ევრო და მიტაცებული ქონება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე