გიორგი პაპუაშვილი სამუშო ვიზიტის ფარგლებში „კონსტიტუციური სარჩელის შემოღება უკრაინაში“ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 14:47 | 18.12.2015
ნანახია: 1487

გიორგი პაპუაშვილი კიევში  შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების  კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა ა.წ. 26 ოქტომბერს ვილნიუსში მოაწერეს ხელი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კრიზისების ჯგუფის მიერ ირგანიზებულ მედია მარათონში უკრაინაში სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით და მიწვეული იყო საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში.

გიორგი პაპუაშვილი სამუშო ვიზიტის ფარგლებში  დაესწრება საერთაშორისო  კონფერენციას  „კონსტიტუციური სარჩელის შემოღება უკრაინაში“. შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის, საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და მოლდოვას  საკონსტიტუციო სასამართლოების  თავმჯდომარეები და წევრები, ეუთოს, ევროკავშირის, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "სამართლიანობის" პროექტის, უკრაინის სახელისუფლებო ორგანოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე