საპენსიო სააგენტოს მომხმარებელს ყალბი ვებგვერდის შესახებ აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 03.07.2019
ნანახია: 809

ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს, აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვებგვერდზე მომხმარებელმა საბანკო ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოს. მითითებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე მოხდება 0.01 თეთრის დაბლოკვა 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო დანაზოგის შემოწმება კი, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული პაროლის მეშვეობით არის შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე