ქალიშვილობის „დამტკიცება“ 45 დოლარად

საქართველო, თბილისი - 14:25 | 18.12.2015
ნანახია: 2263

ქალიშვილობის „დამტკიცება“ 45 დოლარად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალიშვილობა იმდენად მნშვნელოვანია, რომ დაუშვებელია ქორწინებამდე სექსი და არაქალიშვილ ქალბატონებს სიკვდილითაც კი სჯიან.

თუმცა გერმანულმა კომპანიამ ასეთი ქალების დახმარებით საკუთარი ბიზნესის აწყობა გადაწყვიტა და ბაზარზე ხელოვნური აპკი გამოიტანა, რათა ცოლებმა ქმრების მოტყება შეძლონ და დაარწმუნონ, რომ სექსი არასოდეს ქონიათ.

კომპანია VirginiaCare საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს აპკს, რომელშიც ნამდვილი სისხლის ეფექტსაც იძლევა და სექსის დროს ქალიშვილობის სიმულაცია ხდება. ის ვაგინის შიგნით თავსდება და სექსუალური აქტის დროს სისხლს გარეთ გამოდევნის.

VirginiaCare-ის ქმნილება გაახარებთ იმ ქალებს, რომელთაც ქალიშვილობის აღმდგენი ოპერაციებისთვის ფული არ აქვთ და ეშინიათ, რომ მომავალი ქმრები მათ სიკვდილისთვის გაწირავენ. ქალიშვილობის აღდგენის ოპერაცია 400 დოლარიდან 6000 დოლარამდე ღირს, ხოლო VirginiaCare-ის მემბრანა კი 45 დოლარი

Soulpost-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ VirginiaCare-ის პროდუქციით მუსლიმანი კლიენტები ძალიან კმაყოფილნი არიან.

 VirginiaCare-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. პროდუქციის შეფუთვაში მოთავსებულია ინსტრუქცუიაც, სადაც მოთხრობილია თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი სექსის დროს ისე, რომ მამაკაცმა დააჯეროს, რომ ის მისთვის პირველია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე