იუსტიციის სამინისტრომ ბათუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 18.12.2015
ნანახია: 1494

18 დეკემბერსიუსტიციისმინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. თეა წულუკიანმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. საუბრის თემა საქართველოს ევროპული მომავალიიყო.

დღესვე იუსტიციის სამინისტროსა და ბათუმის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, აკადემიური პერსონალის მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს ჩაატარებენ; ითანამშრომლებენ სხვადასხვა საფეხურის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების კუთხით; საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა თუ პროექტებში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროში გაიარონ. იუსტიციის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, შეუქმნას მათ დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობები და დაეხმაროს  პრაქტიკის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტაში.
ბათუმის უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ორგანიზება გაუწიოს  ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებას; მოაწყოს სამინისტროს სისტემაში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების, წინადადებებისა და დასკვნების განხილვა; შესთავაზოს სასერტიფიკატო კურსები სამინისტროს სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ პირებს საკუთარი ხარჯებითან შეღავათიანი პირობებით.
თანამშრომლობის მიზანი სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, იურიდიული განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტის ერთობლივი განხორციელებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე