ლიტვაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 18.12.2015
ნანახია: 1520

11 დეკემბერს, ლიტვის ქალაქ კაუნასში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინაუგურაცია გაიმართა. ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიოკონსულად კაზიმირას მუსტეიკისი დაინიშნა.

საპატიო საკონსულოს ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნასალუქვაძემ. მან კაზიმირას მუსტეიკისს ინაუგურაცია მიულოცა და ხაზი გაუსვა საპატიო კონსულის პოსტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოსელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ლიტვას მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და ამ ურთიერთობის ხელშეწყობასდიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ღონისძიებაზე მიწვეულმა საპატიო სტუმრებმა საკუთარ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ლიტვასა დასაქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები,ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობა და კულტურული კავშირები.

საპატიო საკონსულოს ინაუგურაციის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, იუოზას ოლეკასმა, ლიტვისსეიმის ვიცე-სპიკერმა, ალგირდას სისასმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტვიდას ბეკეშიუსმა, სეიმის წევრებმა, ლიტვაში აკრედიტებულმაელჩებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ლიტვაში საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობის არეალი შვიდ საკონსულო ოლქს მოიცავს. საპატიო საკონსულო ქალაქ კაუნასში მდებარეობს, ხოლოვილნიუსში საპატიო საკონსულოს სექცია იფუნქციონირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე