მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ - პანაშვიდი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 18:48 | 26.06.2019
ნანახია: 1004

დიახაც, მე დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ,  - ასე მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს, რომლებიც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. 

"დიახ, მ აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები,. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დიახ, დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. წარმატებები, რომ არ არა ცილისწამება ამასაც არ ვიტყოდი,“ - განაცხადა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე