აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემთხვევაში ის დიდხანს არ გაგრძელდებოდა - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 17:58 | 26.06.2019
ნანახია: 839

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შორის ომი არ დაიწყება, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ის დიდხანს არ გაგრძელდებოდა.

 „ვიმედოვნებ, რომ არა, ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს“, - ასე უპასუხა ტრამპმა ტელერახ Fox Business-ის შეკითხვას აშშ-სა და ირანს შორის ომის შესაძლო დაწყების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტის შემთხვევაში ის დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამის გარდა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანში კონტიგენტს არ გაგზავნიდა სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანელმა სამხედროებმა ჩამოგდეს ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ, რაც მან ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების უპილოტო თვითმფრინავი ჰორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე