აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 15:28 | 26.06.2019
ნანახია: 882

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 ადამიანის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

არსებული მონაცემებით, ამჟამად პატიმრობაში 3 ადამიანი რჩება

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით დაშალა.

აქციაზე ადმინისტაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა. მათმა ნაწილმა საპატიმრო უკვე დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე