აჭარას განახლებადი ენერგიის განვითარების პოტენციალი გააჩნია

საქართველო, თბილისი - 15:10 | 25.09.2015
ნანახია: 1978

აჭარაში არსებული ზედაპირული წყლის რესურსების 94 %-ი ჰიდროენეგეტიკაშია გამოყენებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიაში აღნიშნულია, აჭარის ტერიტორიაზე არსებობს ტორფის, თიხების, მაგნეტიტური ქვიშების, სამშენებლო ქვის, ქვიშისა და ხრეშის, გოგირდის, სპილენძის, ოქროს, რკინისა და ტყვია თუთიის საბადოები; რეგიონის ტერიტორია მდიდარია წყლის რესურსებით (მდინარეები, წყაროები, ტბები, მინერალური და თერმული წყლები).

2014 წლის წყალაღების მონაცემების თანახმად, რეგიონში არსებული ზედაპირული წყლის რესურსები ძირითადად გამოყენებულია ჰიდროენეგეტიკაში (94%), სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით (4%), სამრეწველო დანიშნულებით (1,6%), დანარჩენი სარწყავად.

აჭარის მდებარეობა და გავრცელებული სამეურნეო საქმიანობა ქარის, მზის და ბიომასის ენეგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების საშუალებას იძლევა.

როგორც სტრატეგიიდან ირკვევა, აჭარაში სოფლად განვითარებასთან დაკავშირებული ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების სიტუაციური ანალიზი ჩატარდა დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექსტორის წარმომადგენლებთან შევედრებზე. გაანალიზირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ტყის სექტორები, საცხოვრებელი გარემოსა და არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით აჭარაში არსებული მდგომარეობა და მაცხოვრებელთა კვალიფიკაცია. იმის გამო, რომ აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია ევროკავშირის მეთოდოლოგიაზე შედეგების ანალიზისთვის გამოყენებული იქნება ევროკავშირის ინდიკატორები, იმის გათვალისწინებით თუ რა სტატისტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი აჭარაზე.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგია ”პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG”-ის მიერაა შემუშავებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე