ავღანეთში 2 ამერიკელი სამხედრო მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 26.06.2019
ნანახია: 763

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს. აშშ-ის სარდლობის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ინციდენტი საიედაბადის რაიონში მოხდა. ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ქაბულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომეპოს გამოუცხადებელი ვიზიტის ფონზე გავრცელდა.

პომპეო გუშინ ავღანეთს მოკლევადიანი ვიზიტით ეწვია. ის ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ განს შეხვდა და ავღანეთში მშვიდობის დამყარების გზებზე იმსჯელა. „დადგა დრო დამყარდეს მშვიდობა“, - განაცხადა პომპეომ ქაბულში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე