თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი სტეფანი გრიშემი იქნება

საქართველო, თბილისი - 23:43 | 25.06.2019
ნანახია: 844

თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი სტეფანი გრიშემი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

აქამდე სტეფანი გრიშემი მელანია ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

"სამოვნებით უნდათ გაცნობოთ, რომ თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი სტეფანი გრიშემი იქნება. იგი ჩვენთან იყო 2015 წლიდან. ვერ წარმომიდგენია უკეთესი კანდიდატი, რომელიც იშრომებს ჩვენი ქვეყნისა და ადმინისტრაციისთვის", - წერს მელანია ტრამპი.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ამერიკის შეერთბული შტატების ადმინისტრაცია დატოვა სარა სანდერსმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა მან პოლიტიკაში გადაინაცვლა და აპირებს მშობლიური შტატის, არკანზასის გუბერნატორობისთვის იბრძოლოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე