მამუკა ბახტაძე - კადრებში ცხადად ჩანს, თუ როგორი აგრესიული შეტევა იყო პოლიციელებზე

საქართველო, თბილისი - 23:39 | 25.06.2019
ნანახია: 740

"იმ ძალადობის პროვოცირების შემდეგ, ჰქონდა თუ არა პოლიციას შესაძლებლობა, არ დაეცვა თავისი თავი და პარლამენტი, ამაზე პასუხი ნათელია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კადრებში ცხადად ჩანს, თუ როგორი აგრესიული შეტევა იყო პოლიციელებზე.

"კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ, რომ მოეხდინათ პარლამენტის შტურმი. ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მიმართული აგრესია. აქედან გამომდინარე, პოლიცია იძულებული იყო დაეცვა კანონი. აქვე გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ძალის გადამეტებას. სწორედ ეს არის ის კითხვის ნიშნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს გამოძიების მიერ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე